ვიქტორინის წესები და რჩევები


ვიქტორინის წესები და რჩევები

ყოველ ხუთშაბათს, „Bookmark“-ის ფეისბუქ-გვერდზე ქვეყნდება კითხვა. https://www.facebook.com/Bookmark.ge/

  • მიიღება მხოლოდ 2 სავარაუდო პასუხი გამოქვეყნებულ პოსტზე*
  • არ შეიძლება უკვე გამოქვეყნებული კომენტარის წაშლა. (შეიძლება სწორი პასუხი წაშალოთ)
  • ციტატა შეიძლება ეკუთვნოდეს ამა თუ იმ მწერლის მოთხრობების კრებულიდან რომელიმე ნაწარმოებს, ამიტომ უნდა დაასახელოთ ნაწარმოები და არა წიგნის სახელწოდება
  • გამარჯვებულად ჩაითვლება ის მკითხველი, რომელიც პირველი დაასახელებს სწორ სრულყოფილ პასუხს.
  • თუ სწორი პასუხი არ დასახელდა, ქვეყნდება პირველი მინიშნება (სულ 2 მინიშნება რიგრიგობით).
  • თითოეულ მინიშნებაზე მიიღება ასევე 2 სავარაუდო პასუხი
  • თუ სწორი პასუხი მინიშნებების შემდეგაც არ დასახელდა, ვაქვეყნებთ სწორ პასუხს და სასაჩუქრე წიგნი გადადის სხვა ვიქტორინის საჩუქრად.

*კომპანიის გადაწყვეტილებით შეიძლება შეიცვალოს სავარაუდო პასუხების რაოდენობა, რომლის შესახებაც ინფორამცია გამოქვეყნდება.

წარმატებებს გისურვებთ!

მადლობა, რომ ჩვენი ერთგული მკითხველი ბრძანდებით!

კომპანია იტოვებს უფლებას შეცვალოს ვიქტორინის წესები და პირობები, რომელიც იქნება საჯარო და წინასწარ გამოქვეყნებული.