"ბიტთაობის მეფე"


    ამერიკელი მწერალი და პოეტი (ჟან-ლუი ლებრის დე კერუაკი) ჯეკ კერუაკი (1922 - 1969) ბიტ-მოძრაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. 1950 წელს, თავის რომანში „ქალაქი და დაბა“ მან პირველმა ახსენა ტერმინი „Beat generation” და არა მხოლოდ თავისი მეგობრების წრეს დაუკავშირა, არამედ ამერიკელი ახალგაზრდობის დიდი ნაწილის მეამბოხე ბუნება დაახასიათა.
ბიტ-მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი ითამაშა ლიტერატულულმა ტრადიციამ და ჯაზ მუსიკამ.


რომანი „გზაზე“ კერუაკის საუკეთესო ნაწარმოებად ითვლება. იგი ძალიან სწრაფად - სამ კვირაში დაიწერა, თუმცა მისი გამოქვეყნება ავტორმა მხოლოდ ექვსი წლის შემდეგ - 1957-ში მოახერხა, რადგან გამომცემლობები უარს აცხადებდნენ წიგნის გამოცემაზე ნაწარმოების ექსპერმენტალური სტილისა და  სოციალური ჯგუფებისადმი გამოხატული აშკარა სიმპათიის გამო. 1957 წელს მნიშვნელოვანი შესწორებების შეტანის შემდეგ ნოველაზე საავტორი უფლებები შეიძინა და გამოაქვეყნა Viking Press-მა. რომანის დიდი ნაწილი ავტობიოგრაფიულია და პერსონაჟების მიღმა აღწერს კერუაკისა და ნილ კესიდის მოგზაუობას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მექსიკაში. სწორედ ამ რომანის გამო, კერუაკს „ბიტნიკთა თაობის მეფე“ შეარქვეს, რის გამოც თავად ავტორი უხერხულადაც კი გრძნობდა თავს და ერთხელ ასეთი ფრაზაც კი წარმოთქვა: “მე არ ვარ ბიტნიკი, მე კათოლიკე ვარ.“

„გზაზე“ ავტობიოგრაფიული წიგნია. სალ ფარადაიზი (რომლის პროტოტიპი თავად ჯეკ კერუაკია) შეერთებულ შტატებსა და მექსიკაში მოგზაურობს. მისი ლეგენდარული ოდისეა ამერიკული ლიტერატურის კლასიკად იქცა. წიგნი, რომელსაც გამოქვეყნებისას კრიტიკოსების უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, დღეს მეოცე საუკუნის ასი საუკეთესო ინგლისურენოვანი რომანის სიაშია შეტანილი.

1962 წელს დაიწერა არანაკლებ ცნობილი რომანები: "დიდი სური" და "მიწისქვეშელები". პირველ მათგანში აღწერილია მწერლის მოგზაურობა კალიფორნიის დიდი სურის სანაპიროზე. 2013 წელს რეჟისორმა მაიკლ პოლიშმა გადაიღო ამავე სახელწოდების ფილმი.
"...საუკეთესო დღე ის იყო, როცა სრულიად დავივიწყე, ვინ ვიყავი, სად ვიყავი ან რა დღე იყო, როცა მუხლს ზემოთ აკაპიწებული შარვლის ტოტებით უბრალოდ შევტოპე ნაკადულში და ქვები და კუნძები ისე დავაწყვე ერთმანეთზე, რომ იმ ადგილას, სადაც დოქს ვავსებდი ხოლმე (ქვიშიან ნაპირთან), ტალახითა და ბაღლინჯოებით სავსე სლამიანი თავთხელი ანკარა წყლის ჩუხჩუხა ღრმა ნაკადად იქცა..."