ურჩხულების ზღვა (პერსი ჯექსონი და ოლიმპოელები)

ურჩხულების ზღვა (პერსი ჯექსონი და ოლიმპოელები)

12.90 L
ღირებულება ქულებში: 258.00
სურვილების სიაში დამატება
ავტორი რიკ რიორდანი
კატეგორია ლიტერატურა თინეიჯერებისთვის
გამომცემლობა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
სერია ვიტამინი
ISBN 9789941233333
გვერდები 288
ფორმატი 13/19,5
წელი 2015
ყდა რბილი
ენა ქართული

"ურჩხულების ზღვა" ამერიკელი მწერლის, რიკ რიორდანის ნაწარმოებების სერიის – "პერსი ჯექსონი და ოლიმპოელების" – მეორე წიგნია. ნიუიორკელი ნახევარღმერთის, პერსი ჯექსონისა და მისი მეგობრების ხიფათით აღსავსე თავგადასავალი გრძელდება.
შერეულსისხლიანთა ბანაკი გასაჭირშია: მაგიური ფიჭვი, რომელიც შერეულსისხლიანის ბორცვს იცავს, იდუმალმა მტერმა მოწამლა; ნახევარღმერთთა ერთადერთ თავშესაფარს მითოლოგიური მონსტრების მიერ გადათელვა ემუქრება.

პერსიმ და მისმა მეგობრებმა – გროუვერმა, ანაბეთმა და ტაისონმა – ზაფხულის დასრულებამდე კიკლოპების კუნძულიდან ოქროს საწმისი უნდა დაიბრუნონ, წინააღმდეგ შემთხვევაში შერეულსისხლიანთა ბანაკი განადგურდება. მაგრამ მანამდე პერსი თავისი ოჯახის შესახებ შეიტყობს განსაცვიფრებელ საიდუმლოს, რომელიც დააფიქრებს, პოსეიდონის შვილად წოდება პატივია, თუ უბრალოდ ბოროტი ხუმრობა.

რიკ რიორდანი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა