საქართველოს ისტორიის ატლასი

საქართველოს ისტორიის ატლასი

100.00 L
70.00 L
ღირებულება ქულებში: 1400.00
სურვილების სიაში დამატება
ავტორი დავით მუსხელიშვილი
კატეგორია ალბომები, ისტორიული
გამომცემლობა არტანუჯი
ISBN 9789941463839
გვერდები 124
ფორმატი 30x42
წელი 2016
ყდა მაგარი
ენა ქართული
წინამდებარე გამოცემა არ არის ჩვეულებრივი ისტორიული ატლასი, რომელშიც, როგორც წესი, ქვეყნის მხოლოდ ამა თუ იმ ეპოქის შესატყვისი პოლიტიკური სიტუაციის ამსახველი რუკებია თავმოყრილი, უკეთეს შემთხვევაში, მოკლე ისტორიული კომენტარებით.

„საქართველოს ისტორიის ატლასი“, ფაქტობრივად, დოკუმენტირებული პუბლიკაციაა: მას ახლავს „განმარტებითი ტექსტი“, რომელშიც, შეძლებისდაგვარად, ყველა ძირითად პირველწყაროზე მითითებით და რიგ შემთხვევაში სპეციალურ ლიტერატურაზე დაყრდნობით, დასაბუთებულია, არსებითად, თითოეულ რუკაზე ასახული ქვეყნის პოლიტიკური სურათი.

„საქართველოს ისტორიის ატლასი“ შეიცავს 69 რუკას. მას ერთვის საძიებლებიც, რაც ძალიან აადვილებს ისტორიული პუნქტების მოძიებას სხვადასხვა პერიოდის რუკებზე.

დიდი ფორმატის (A3) გამოცემა შესრულებულია უმაღლეს პოლიგრაფიულ დონეზე. აქვს მაგარი ყდა და სანიშნი.

არტანუჯი