მზეც ხომ ვარსკვლავია

მზეც ხომ ვარსკვლავია

12.90 L
ღირებულება ქულებში: 258.00
სურვილების სიაში დამატება
ავტორი ნიკოლა იუნი
კატეგორია თარგმნილი პროზა-პოეზია-ესეისტიკა, ლიტერატურა თინეიჯერებისთვის
გამომცემლობა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
სერია ვიტამინი
ISBN 9789941238970
გვერდები 351
ფორმატი 13.00 X 19.50
წელი 2018
ყდა რბილი
ენა ქართული
ნატაშას მხოლოდ მეცნიერებისა და ფაქტების სჯერა. ბედისწერა, იღბალი და მიუღწეველზე ოცნება მისთვის გაუგებარი რამაა; კიდევ უფრო წარმოუდგენელია თუნდაც სიმპათიური ბიჭის ერთი ნახვით შეყვარება - მით უმეტეს მაშინ, როცა თორმეტ საათში ნატაშას და მის ოჯახს ქვეყნიდან იამაიკაზე აძევებენ.
დანიელი ნატაშასგან სრულიად განსხვავებულად ფიქრობს, ლექსების წერა უყვარს და პოეტობაზე ოცნებობს. სწორედ ამიტომ ჰგონია, რომ ბედისწერა მას და ნატაშას რაღაც განსაკუთრებულს უმზადებს.
საოცარმა დამთხვევებმა ნატაშა და დანიელი ერთმანეთს შეახვედრა. როგორ განვითარდება მოვლენები და მილიონი შესაძლებელი მომავლიდან რომელი ახდება - წაიკითხავთ ბესტსელერ „ყველაფერი, ყველაფერის“ ავტორის, ნიკოლა იუნის მეორე რომანში „მზეც ხომ ვარსკვლავია“.

ნიკოლა იუნი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა