ენდი უორჰოლის ფილოსოფია

ენდი უორჰოლის ფილოსოფია

13.90 L
ღირებულება ქულებში: 278.00
სურვილების სიაში დამატება
ავტორი ენდი უორჰოლი
კატეგორია ბიოგრაფიული / დოკუმენტური პროზა, თარგმნილი პროზა-პოეზია-ესეისტიკა
გამომცემლობა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ISBN 978994130285
გვერდები 290
ფორმატი 13.00 X 19.50
წელი 2018
ყდა რბილი
ენა ქართული
წიგნს მემუარს ვერ დავარქმევთ. ეს უფრო მისი შთაბეჭდილებებისა და მოგონებების კოლექციაა. ნაწარმოებში უორჰოლი საუბრობს სიყვარულზე, სილამაზეზე, დიდებაზე, რომელიც 60-იან წლებში უხვად დაატყდა თავს, მუშაობაზე, დროზე, სიკვდილზე, სექსზე, ფულზე... „ენდი უორჰოლის ფილოსოფია“ მათთვისაა, ვისაც აინტერესებს ადამიანი, რომლის აზრითაც „მომავალში ყველა მოიპოვებს თავისი დიდების 15 წუთს“.

დღეისათვის პოპ-კულტურაზე საუბარი წარმოუდგენელია ენდი უორჰოლის გარეშე. ამ პანთეონში იყვნენ სხვებიც - ლიხტენშტაინი, ბასკია, ჰარინგი... თუმცა, ტახტზე ყოველთვის უორჰოლი იჯდა. მის გარშემო ირეოდა უამრავი ისეთი ხელოვანი, რომელთა შემოქმედებაც დიდწილად განსაზღვრავდა 60-70-იანი წლების კულტურას და ხშირად ამაში დამსახურება სწორედ ენდი უორჰოლს მიუძღოდა. სარეკლამო ნამუშევრების, ფილმების, ნახატებისა და ფოტოგრაფიის გარდა, მან დაწერა რამდენიმე წიგნი, მათ შორის გამორჩეული კი სწორედ „ენდი უორჰოლის ფილოსოფიაა“.

მთარგმნელი: თამარ სუბელიანი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა