იესოს სახარება

იესოს სახარება

14.90 L
ღირებულება ქულებში: 298.00
სურვილების სიაში დამატება
ავტორი ჟოზე სარამაგუ
კატეგორია თარგმნილი პროზა-პოეზია-ესეისტიკა
გამომცემლობა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
სერია ლიტერატურული ოდისეა
ISBN 9789941239403
გვერდები 478
ფორმატი 13/19,5
წელი 2018
ყდა რბილი
ენა ქართული
სარამაგუმ წერა 58 წლის ასაკში დაიწყო. ის მრავალი რომანის, პოემის, ზღაპრისა და სხვა ლიტერატურული ნაწარმოების ავტორია. მისი ყველაზე ცნობილი რომანი, "იესოს სახარება" 1991 წელს გამოიცა და სწრაფად მოუტანა ავტორს აღიარება. ამ ერთი შეხედვით სკანდალურ ნაწარმოებში აღწერილია იესოს დაბადება, ბავშვობა და სიყმაწვილე – გზა მისი ადამიანობიდან გაღმერთებამდე.
"იესოს სახარებას" მალევე მოჰყვა არაერთგვაროვანი შეფასება. ვატიკანმა ნაწარმოებს "მკრეხელური" უწოდა, მწერალი კი კანონიკურ სახარებათა პაროდიის დაწერისთვის მწვალებლად შერაცხა. თუმცა, იყო სხვაგვარი აზრიც – ლისაბონის კარდინალის სიტყვით, "არ არსებობს გონიერი მორწმუნე, რომელიც ამ რომანით არ აღფრთოვანდება".
ასეა თუ ისე, "იესოს სახარებამ" განსაკუთრებული როლი შეასრულა ავტორის ბიოგრაფიაში და სწორედ მისი გამოქვეყნების შემდეგ გახდა სარამაგუ პირველი პორტუგალიურენოვანი მწერალი, რომელსაც ნობელის პრემია მიანიჭეს ლიტერატურაში.

ჟოზე სარამაგუ

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა