ანამარია ჭიამაიას ჭრელ-ჭრელი ამბები

ანამარია ჭიამაიას ჭრელ-ჭრელი ამბები

12.90 L
ღირებულება ქულებში: 258.00
სურვილების სიაში დამატება
ავტორი ნინო ზაალიშვილი
კატეგორია საბავშვო
გამომცემლობა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ISBN 978-9941-15-891-9
გვერდები 141
ფორმატი 16.00 X 23.00
წელი 2013
ყდა რბილი
ენა ქართული

ანამარიას მართლაც ჭრელ-ჭრელი ამბები აქვს, მხიარული, სახალისო და თავგადასავლებით სავსე. მხატვარი და ხელოვნებათმოცდნე ნინო ზაალიშვილის ამ წიგნს, რომლის ილუსტრაციების ავტორიც თავადაა, ყველა ბავშვი სიხარულითა და ინტერესით წაიკითხავს, რადგან მასში ბავშვებისთვის კარგად ნაცნობი რამეები ხდება.

ანამარია ძალიან კეთილი გოგოა, ჰყავს მეგობრები და აქვს საყვარელი ჩვეულებები. ხანდახან ჭირვეულობს კიდეც, უცნაურ რამეებსაც იგონებს და ზოგჯერ წარმოუდგენელ შედეგს აღწევს; ხანდახან კი იმდენად სევდიანია, რომ ლექსების წერას იწყებს. მოკლედ, ავტორი პატარების თვალწინ საინტერესო გოგონას ძალიან შთამბეჭდავ ამბავს აცოცხლებს, რომელშიც ალბათ პატარა მკითხველი საკუთარ ისტორიასაც აღმოაჩენს. ამ წიგნს ბავშვები აუცილებლად შეიყვარებენ; იქნებ ანამარია მათთვის მისაბაძ გმირადაც კი იქცეს.


ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა