შუშის სასახლე

შუშის სასახლე

15.90 L
ღირებულება ქულებში: 318.00
სურვილების სიაში დამატება
ავტორი ჯანეტ უოლსი
კატეგორია თარგმნილი პროზა-პოეზია-ესეისტიკა
გამომცემლობა წიგნები ბათუმში
ISBN 9789941474453
გვერდები 388
წელი 2018
ყდა რბილი
ენა ქართული

„შუშის სასახლე“ „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ბესტსელერთა სიაშია უკვე მერვე წელია. მემუარები 22 ენაზე ითარგმნა და უამრავი პრიზი მიიღო, მათ შორის, ამერიკის ბიბლიოთეკათა ასოციაციისგან. 2017 წელს კი ამ ნაწარმოების მიხედვით გადაიღეს ფილმი, რომელშიც თამაშობენ ვუდი ჰარელსონი, ნაომი უოტსი და ბრი ლარსონი.

ყველას წარმოგვიდგენია, როგორი უნდა იყოს იდეალური მშობელი: განათლებული, მზრუნველი, დამცველი და გულწრფელი სიყვარულის წყარო. ჯანეტ უოლსის მემუარებში - „შუშის სასახლე“ - კი ყველაფერი პირიქითაა. მამა ლოთია, რომელსაც მუდამ მევახშეები დასდევენ, რის გამოც ოჯახს ხშირად უწევს სახლიდან გაქცევა და ახალი საცხოვრებლის ძიება. დედა საკუთარ სამყაროში ჩაკეტილი, არშემდგარი მხატვარია, რომელიც პრინციპულად უარს ამბობს თავისი მოვალეობების შესრულებაზე და ბავშვების თავისუფლად გაშვებასა და უპატრონოდ დატოვებას შორის სხვაობას ვერ ხედავს. მშობლების ასეთი საქციელის შედეგად, შვილებს შიმშილის, ძალადობის, ჩაგვრისა და მუდმივი სტრესის ქვეშ უწევთ ცხოვრება.

„შუშის სასახლე“ არ არის ზღაპარი ბოროტი დედინაცვლის შესახებ, რომელსაც თავისი გერის სიკვდილი უნდა. აქ პერსონაჟები ნამდვილი ადამიანები არიან. მშობლები, რომლებმაც რეალობას თვალი ვერ გაუსწორეს და ბავშვებს ღირსეული ცხოვრება ვერ შეუქმნეს, და შვილები, რომლებმაც ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოიარეს, რათა ამ სამყაროში თავი დაემკვიდრებინათ.

წიგნები ბათუმში