სახატავ რვეულში ჩაწერილი ზღაპრები

სახატავ რვეულში ჩაწერილი ზღაპრები

2.95 L
ღირებულება ქულებში: 59.00
სურვილების სიაში დამატება
ავტორი დიანა ანფიმიადი
კატეგორია საბავშვო
გამომცემლობა არტანუჯი
ISBN 978-9941-463-50-1
გვერდები 60
ფორმატი 6.8x6.1
წელი 2017
ენა ქართული


ტექსტი – დედა დიანა ანფიმიადი
ილუსტრაციები – შვილი გიორგი ბარბაქაძე
 
ერთმა პატარა ბიჭმა, გიორგიმ, სანამ ლაპარაკს დაიწყებდა, ჯერ ხატვა ისწავლა. მერე დიდხანს, დიდხანს ელაპარაკებოდა დედას ნახატებით.
 
დედას კი ხატვა არ შეეძლო, სამაგიეროდ, ამბების მოყოლა უყვარდა.
 
ჰოდა, ასე დაიწერა ეს წიგნი, რომელიც ყველა დედასა და შვილზეა, რომლებიც ერთმანეთთან სალაპარაკო ენას ეძებენ.
ეძღვნება მსოფლიოს ყველა დედას და შვილს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც ყოველდღიურ, ძალიან რთულ პრობლემებს არ ეპუება, ებრძვის და ამარცხებს.
 
იმ მარადიულ ბავშვსაც ეძღვნება, ვისაც ადამიანები ღრუბლებივით უყვარს და ღრუბლები – ადამიანებივით.

დიანა ანფიმიადი

არტანუჯი