კახეთი

კახეთი

9.90 L
ღირებულება ქულებში: 198.00
სურვილების სიაში დამატება
კატეგორია შემეცნებითი
გამომცემლობა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ISBN 1
გვერდები 96
ფორმატი 11.00 X 19.50
წელი 2014
ყდა რბილი
ენა ქართული

შემოიარე საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭული!

საქართველო საოცარი, ღირსშესანიშნაობებით მდიდარი ქვეყანაა, რომლის თითოეული კუთხე ათჯერაც რომ დაათვალიეროთ, მაინც დაგრჩებათ რომელიმე მნიშვნელოვანი ადგილი უნახავი და შეუსწავლელი. ეს გზამკლევი დაგეხმარებათ, იოლად დაგეგმოთ ტური საქართველოს ერთ-ერთ ლამაზ კუთხეში – კახეთში და საინტერესო მოგზაურობა მოაწყოთ მარტომ ან მეგობრებთან ერთად. 

ახალგაზრდა ქართველი ფოტოგრაფისა და მოგზაურის, გოგა ჩანადირის შთამბეჭდავი ფოტოები და ლიკა ტაბუცაძის მოკლე, ამომწურავი ტექსტი მნიშვნელოვან წარმოდგენას შეგიქმნით ტურის დროს მოსანახულებელი სხვადასხვა ობიექტის შესახებ და დაგეხმარებათ, გზამკვლევის მიხედვით დაგეგმილი და კახეთში გატარებული თითოეული დღე თქვენთვის დაუვიწყარ შთაბეჭდილებად იქცეს.

"ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისაგან"

ეს წიგნი ჩვენი პირველი მცდელობაა, საქართველოს გაცნობით დაინტე­რესებულ ქართველ თუ უცხოელ მოგზაურებს შევთავაზოთ დახმარება, იოლად გაიკვლიონ გზა საქართველოს იმ კუთხეში, რომელსაც კარგად არ იცნობენ – იმოგზაურონ ჩვენ მიერ უკვე დაგეგმილი ტურებით ან შეისწავ­ლონ კახეთის რუკა და თავად დაგეგმონ სასურველი მარშრუტი. წიგნში მოცემული ინფორმაცია წარმოდგენას შეუქმნის მათ კახეთზე, მის ისტორიულ ძეგლებზე,  ღირსშესანიშნაობებსა და ტრადიციებზე.

გზამკვლევში ისტორიულ-გეოგრაფიული ცნობების გარდა მოცემულია დამატებითი, საჭირო ინფორმაცია: ამა თუ იმ პუნქტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, სამუშაო საათები, ბილეთის ფასი... ასევე, ახლოს მდებარე სასტუმროებისა და კვების ობიექტების შესახებ ინსტრუქცია და რჩევები, რაც მოგზაურს ტურის დაგეგმვა-განხორ­ციელებას გაუადვილებს. აქვე შეიტყობთ, წელიწადის რომელ დროს რით წახვიდეთ, დღის განმავლობაში რა მანძილის გავლა მოგიწევთ (ყველა ტური დაგეგმილია თბილისიდან და მანძილიც თბილისიდან თბილისამდეა მოცემული), სად დაიქირაოთ სასურველი ავტომობილი და დაგჭირდებათ თუ არა გამყოლი საფეხმავლო ან საცხენოსნო ტურების განხორციელებისას. 

ყურადღება!

წიგნში შეგხვდებათ სხვადასხვა დაწესებულების ვებმისამართიც. გაითვალისწინეთ, საიტები ხშირად ახლდება ან უქმდება; ამიტომ, შეიძლება რომელიმე მათგანთან დაკავშირება გაგიჭირდეთ. გამომცემლობა პასუხს არ აგებს ამაზე.

გზამკვლევში ჩართულია რუკები. პირველ მათგანზე დატანილია კახეთის მუნიციპალიტეტების ცენტრები, მოზრდილი დასახლებული პუნქტები და მათი დამაკავშირებელი გზები; ასევე, ნაჩვენებია დაცული ტერიტორიების  ადგილმდებარეობა.

ბოლო გვერდზე მოცემულ რუკაზე დატანილია ყველა ის ისტორიული, ხუროთმოძღვრული თუ კულტურული ძეგლი, რომლებიც გზამკვლევშია ნახსენები. სამდღიანი ტურების დაგეგმვის გასაიოლებლად წიგნში ჩართულია ლაგოდეხის ნაკრძალის, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებისა და თუშეთის დაცული ლანდშაფტის რუკებიც ტურისტული მარშრუტებით.


ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა