ბონუს სისტემა

ბუქმარქი მომხმარებლების სთავაზობს უნიკალურ ბონუს სისტემას. ბონუს ქულების დაგროვება შეუძლია მხოლოდ ჩვენს ვებგვერდზე დარეგისტრირებულ მომხმარებელს.

ბონუს ქულების დაგროვება შესაძლებელია სამი სხვადახვა გზით:

  • როდესაც მომხმარებელი შეიძენს წიგნს
  • როდესაც მომხმარებლის მიერ მოწვეული პირი შეიძენს წიგნს
  • როდესაც მომხმარებელი გაყიდის მეორად წიგნს


ჩვენს ვებგვერდზე წიგნის ყიდვისას დახარჯული ყოველი 1 ლარი მომხმარებელს აძლევს 1 ბონუს ქულას, 20 ბონუს ქულა კი 1 ლარს უდრის. 

ყველა მომხმარებელს შეუძლია მოიწვიოს მეგობრები უნიკალური ბმულის საშუალებით, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ თქვენს პირად გვერდზე. მომხმარებელს შეუძლია უნიკალური ბმული ნებისმიერი გზით გაუგზავნოს მეგობრებს: ელექტრონულ ფოსტაზე, პირად მესენჯერში ან გააზიაროს ნებისმიერი სოციალურ ქსელის საშუალებით. მისი მოწვეული მეგობრების მიერ დახარჯულ ყოველ 1 ლარზე მომხმარებელს ერიცხება 0.5 ბონუს ქულა. მეგობრების მოწვევაზე არ ვრცელდება შეზღუდვა. ვებგვერდზე შეგიძლიათ იმდენი მეგობარი მოიწვიოთ, რამდენსაც ისურვებთ.

ყოველ მომხმარებელს აქვს უნიკალური საშუალება, ჩვენს ვებგვერდზე გაყიდოს მეორადი წიგნები.  წიგნის გაყიდვის შედეგად მომხმარებელი იღებს არა ფულს, არამედ წიგნის ფასის ექვივალენტ ბონუს ქულებს. მაგალითად: თუ მეორადი წიგნი 10 ლარად გაიყიდა, მომხმარებელი მიიღებს 200 ბონუს ქულას, ანუ იმდენს, რამდენიც საჭიროა 10 ლარიანი წიგნის საყიდლად. მეორადი წიგნების ატვირთვა ვებგვერდზე შეგიძლიათ პირადი გვერდიდან.

გახსოვდეთ, რომ ყველა წიგნზე შეგიძლიათ დააგროვოთ ბონუს ქულა!

ბუქმარქის გუნდი გისურვებთ სასიამოვნო მოგზაურობას ლიტერატურულ სამყაროში!