ჩვენ შესახებ

ბუქმარქი არის წიგნების მოყვარულთა ონლაინ მაღაზია, რომელიც გთავაზობთ მაქსიმალურ კომფორტს, ფასდაკლებებს ყველა არსებულ წიგნზე, ქულების დაგროვებით სისტემას, საინტერესო აქციებსა და აქტიურ საავტორო ბლოგს, სადაც მკითხველები უამრავ საინტერესო სიახლესა და წიგნების მიმოხილვებს იხილავენ.

ჩვენი სურვილია, ლიტერატურა გავხადოთ ყველასათვის ხელმისაწვდომი და ჩვენს მკითხველებს დავეხმაროთ სასურველი წიგნის მოძიებასა და შეძენაში.

ჩვენი ვებგვერდი მკითხველებს სთავაზობს დაგროვებით ბონუს სისტემას, სადაც ქულებს არა მხოლოდ თქვენ მიერ შეძენილ წიგნებზე აგროვებთ, არამედ თქვენ მიერ მოწვეული მეგობრების ყოველ შენაძენზეც იღებთ დამატებით ბონუსს.

მკითხველებს ჩვენი საიტის დახმარებით აქვთ საშუალება გაყიდონ საკუთარი უკვე წაკითხული წიგნები და გაყიდვით დაგროვებული ქულებით შეიძინონ სხვა საინტერესო ახალი წიგნები.

საავტორო ბლოგზე თქვენ იხილავთ რამდენიმე ქართველი აქტიური ბლოგერის საინტერესო მოსაზრებებს სხვადასხვა წიგნზე, უახლოეს მომავალში ქართულ ენაზე გამოსაცემი ლიტერატურის მიმოხილვას, სხვადასხვა ავტორის შესახებ ინფორმაციას, ლიტერატურული სამყაროს სიახლეებსა და სხვ.

ბუქმარქი თანამშრომლობს საქართველოში არსებულ თითქმის ყველა გამომცემლობასთან და მათთან ერთად გეპატიჟებათ მრავალფეროვან ლიტერატურულ სამყაროში სამოგზაუროდ.

ბუქმარქის გუნდი გისურვებთ წარმატებებს და გახსოვდეთ, რომ ფურცლებს მიღმა უამრავი ახალი სამყაროა აღმოსაჩენი!